ქართველი მუსიკოსი აშშ-ში სარა ვოენის ჯაზ-კონკურსში გამარჯვების პრეტენდენტია

ნიჭიერი მუსიკოსის გამარჯვება ქართველი მომხმარებლების აქტიურობაზეა დამოკიდებული. ხმა მიეცით ვაჟა მანიას!
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ქართველი ჯაზ-შემსრულებელი ვაჟა მანია სარა ვოენის სახელობის ჯაზის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების პრეტენდენტია.

სარა ვოენი ХХ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მომღერალია.

სარა ვოენის ყოველწლიური კონკურსი 2012 წლიდან მთელი მსოფლიოდან დამწყებ ჯაზ-მუსიკოსებს, რომლებსაც მსხვილ ლეიბლებთან კონტრაქტები ჯერჯერობით არ დაუდიათ, კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას აძლევს. კონკურსანტებს აფასებენ ვოკალური ოსტატობის, მუსიკალურობის, შესრულების ტექნიკისა და ინდივიდუალურობის მიხედვით.

17 წლის ქართველი ვირტუოზი შვეიცარიაში 30 კაციანი სპეციალური აუდიტორიისთვის დაუკრავს

ქართველი მომღერალი მონაწილეობს კონკურსში კომპოზიციით On The Red Clay („წითელ თიხაზე“). ვაჟას სიმღერის მოსმენა და მისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია კონკურსის ვებგვერდზე.

„თქვენი ერთი ხმა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმატება იქნება ამერიკაში, რომელსაც აუცილებლად ძალიან დიდში გადავზრდი ჩემი კარიერის და ქვეყნის სასიკეთოთ“, — წერს ვაჟა მანია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ვაჟა მანიას გარდა, კონკურსში მონაწილეობს ათობით შემსრულებელი აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და სინგაპურიდან.

მუსიკა, სამზარეულო, ღვინო: რას წარადგენს საქართველო ფრანკფურტში >>

ამჟამად ვაჟა მანია 193 ხმით იკავებს მეორე სტრიქონს, მას 253 ხმით მხოლოდ პორტუგალიელი მომღერალი Jazzafari უსწრებს. კენჭისყრა 2018 წლის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს ხუთი ათას დოლარს და კონტრაქტს ხმის ჩაწერის ამერიკულ ლეიბლთან Concord Record-თან. მეორე და მესამე ადგილების მფლობელები შესაბამისად 1500 და 500 დოლარს მიიღებენ.

გამარჯვებულთა სახელები კონკურსის ვებგვერდზე 2018 წლის 12 ოქტომბერს გამოცხადდება.

შემოდგომის ვარსკვლავთცვენა: თბილისის ფესტივალი მთელი მსოფლიოს მუსიკოსებს შეკრებს >>

კონკურსის ფინალში შეირჩევა ხუთი ფინალისტი, რომლებიც 2018 წლის 18 ნოემბერს ნიუ-ჯერსის საშემსრულებლო ხელოვნებათა ცენტრის სცენაზე წარდგებიან.

აფხაზეთის მკვიდრი ვაჟა მანია 30 წლისაა. ის ბერკლის მუსიკალური კოლეჯის კურსდამთავრებულია. აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ სკოლაში სწავლა მას საქართველოს კულტურის სამინისტრომ დაუფინანსა.

საქართველოში ვაჟა მანია ცნობილი გახდა ვოკალური კონკურს „ჯეოსტარის“ შემდეგ. დღეს მანია სისტემატურად მონაწილეობს ამერიკულ ჯაზ-კონკურსებში და მან უკვე მიაღწია წარმატებას საერთაშორისო ონლაონ ჯაზ-კონკურსზე Made In New York Jazz Competition, სადაც მისი ფინალისტი გახდა.