უბედური შემთხვევა გორში: ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა ერთი კი დაშავდა

ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა სოფელ კარალეთთან, გვიან ღამით მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მანქანაში მძღოლი და ორი მგზავრი იმყოფებოდა.

ავარია თბილისში გამთენიისას: დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი

შემთხვევის შედეგად, 58 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე – საავადმყოფოში მიყვანამდე. ავტომობილის კიდევ ერთი მგზავრი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან 54 — სიმთვრალის გამო >>

2018 წლის პირველ კვარტალში 1 428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 54 კი სიმთვრალით იყო გამოწვეული.