თბილისში უქმეებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

სანაპიროზე ასფალტის საფარის დაგება ავტოტრასის შევიწროებას გამოიწვევს
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

მოძრაობა თბილისიდან ბათუმამდე დროებით შეიზღუდა

კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს ვახუშტის ხიდიდან „ვეფხვის და მოყმის“ ძეგლამდე 25 აგვისტოს 10:00 საათიდან. ამ დროს გზის მეორე მხარეს მოძრაობა ორმხრივი გახდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს, რომელთა ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები 27 აგვისტოს 8:00 საათზე დასრულდება.