რისთვის დაჯარიმდა ბათუმში ძროხების პატრონი

„სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა ძროხები დაიჭირეს და სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბათუმის ქუჩებში „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა ძროხები დაიჭირეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

მაკონტროლებლებმა საქონელი სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, ძროხების პატრონი კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-მუხლის მესამე ნაწილით, შინაური ცხოველების უმეთვალყურეოდ დატოვების გამო დააჯარიმეს.

ჭყონია: საქართველოში ძროხები პირდაპირ გზაზე მრავლდებიან

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პატრონს სამი ძროხის უმეთვალყურეოდ დატოვებისთვის ჯამში 60 ლარის გადახდა მოუწევს. 

მიმდინარე წლის ივნისში გზებზე არსებული სიტუაციით უკმაყოფილება გამოთქვა ქართველმა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. მისი თქმით, შუა გზაზე ძროხები მრავლდებიან. მისი დაკვირვებით, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ გურიისკენ მიმავალ გზაზე დგას.

საქართველოში ტურიზმი აქტიურად ვითარდება. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 2018 წლის ივლისში მილიონს გადააჭარბა, ზრდა გასულ წელთან შედარებით 10,5%-ია. ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს სწორედ ბათუმი წარმოადგენს.