პიანისტი დათუნა ალადაშვილი საქართველოს მასშტაბით 50-მდე კონცერტს გამართავს

პიანისტი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა მუსიკოსი დავით ალადაშვილის სპეციალური მუსიკალური მანქანით, რომელიც სცენად ტრანსფორმირდება, რეგიონებს მოივლის და კონცერტებს გამართავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პროექტი 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მისი მიზანი საქართველოს ყველა რეგიონში ცოცხალი, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.

თბილისში გერმანელი კომპოზიტორების სიმფონიური ნაწარმოებები აჟღერდება

ღონისძიებები რეგიონებში მუსიკალურ ტურნე „პიანინოს" ფარგლებში გაიმართება.

პიანისტი დავით ალადაშვილი 2007 წელს გადავიდა აშშ-ში, ნიუ-იორკში და შევიდა საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორია - ჯულიარდის სკოლაში მუსიკის განყოფილებაზე.

ახალგაზრდა პიანისტი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი,მათ შორისაა ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი თბილისში, ვლადიმერ სპივაკოვის საერთაშორისო ფესტივალი მოსკოვში და რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო ფორტეპიანოს კონკურსი პარიზში (გრან-პრი).

დავით ალადაშვილის სოლო კონცერტები იმართება საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.