კახა კალაძემ ხელოვნების გამორჩეულ მოღვაწეებს სიგელები გადასცა

კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების არსებობა
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ცნობილ ქართველ ხელოვანებს — გურანდა გაბუნიას, ნანა ჯორჯაძეს, რაშიდ თორდიასა და გივი შახნაზარს იუბილე მიულოცა და „ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" სიგელები გადასცა.

თბილისის მერიამ ხელოვნების გამორჩეული მოღვაწეები სიგელებით დააჯილდოვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კულტურის სფეროში მათ ღვაწლზე ისაუბრა.

„ჩვენ გვყავს იუბილარები. რამდენიმე დღის წინ პატივსაცემ ადამიანებს ჰქონდათ იუბილე. ქალბატონ გურანდა გაბუნიას, ქალბატონ ნანა ჯორჯაძეს, ბატონ რადიშ თორდიას და ბატონ გივი შახნაზარს. მინდა მივულოცო, დიდი სიყვარული, პირველ რიგში ვუსურვო ჯანმრთელობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების არსებობა, რომლებსაც გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში", - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს დამსახურებულ არტისტს, მსახიობ გურანდა გაბუნიას 26 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა ჯორჯაძე კი 24 აგვისტოს გახდება 70 წლის. ქართველი ფერმწერს, საქართველოს დამსახურებულ და სახალხო მხატვარს რადიშ თორდიას 21 აგვისტოს ჰქონდა იუბილე. ცნობილი მთარგმნელი და მწერალი გივი შახნაზარი კი 1933 წლის 23 აგვისტოს დაიბადა.