ირანელ ქალებთან დაკავშირებით აეროპორტში მომხდარი ინცინდენტის განხილვა გრძელდება

საგარეო უწყებაში ირანის ელჩს აეროპორტში უსაფრთხოების არსებული პრაქტიკა გააცნეს
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდისთან თბილისის აეროპორტში საქართველოს საზღვარზე შემოწმების პროცედურებზე ისაუბრა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

17 აგვისტოს თბილისი-ისპაჰანის რეისის რამდენიმე მგზავრ ქალს თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ჰიჯაბის მოხდა სთხოვა, ამასთან დაკავშირებით თბილისში ირანის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, ხოლო საქართველოს ელჩი თეირანში ინციდენტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

საგარეო უწყება: თბილისის აეროპორტში ირანელი მგზავრების რელიგიური გრძნობები არ შეულახავთ

ირანის საელჩოს პროტესტს საქართველოს საგარეო უწყებამ მაშინვე განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი ქმედება არ გამოვლენილა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და საქართველოში ირანის ელჩს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე ირანის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არსებულ პრაქტიკაზე და კვლავ ეცნობა, რომ გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა.

ირანის მოქალაქეს საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისთვის 17 წლით პატიმრობა მიესაჯა >>

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კოორდინირებულ მუშაობას და გამოიყენებენ კომუნიკაციის ყველა არხს მსგავსი გაუგებრობის მომავალში თავიდან ასაცილებლად.