ავარია რაჭაში: არიან დაღუპულები და დაშავებულები

წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა რაჭაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, აცნობეს  „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში.

ავტობუსის ავარია რუსეთში: საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას აზუსტებს

შემთხვევა დღეს ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 10 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.