ვალერი მელაძე საქართველოში - „დროშები“ გამოფენილია

რუსული ესტრადის ვარსკვლავი თავის სამშობლოში მუშაობასა და დასვენებას ერთმანეთს უხამებს
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი ვალერი მელაძე საქრათველოშია — ამაზე Intagram-ში მისი პუბლიკაციები მეტყველებს.

საქართველოში წამოსვლის წინ მელაძემ გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „მივფრინავ საქართელოში!!! მელოდება მრავალფეროვანი პროგრამა!!!".

ამას მოჰყვა ვიდეო ხუმრობანარევი წარწერით: „მშობლიურ რაიონში ვარ!!! ჩემი ჩამოსვლის საპატივცემულოდ დროშები გამოფენილია!)))".

„დროშებში" მომღერალი თოკზე გასაშრობად გაფენილ სარეცხს გულისხმობს.