ზემო ლარსი დღეს: შეზღუდვები ისევ მოქმედებს

400 ტრაილერის ნაცვლად საზღვარზე 180-220 სატვირთოს ატარებენ
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსზე“ სატვირთო ავტომობილების გატარებაზე შეზღუდვები ისევ მოქმედებს, იუწყება Новости-Грузия საქართველოს შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით.

მშიერ-მწყურვალი: ტრაილერების მძღოლები თავის რიგს ლარსთან მესამე დღეა ელოდებიან

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსულმა მხარემ შეზღუდვების დაწესება მოახდინა, რომელიც, ტურისტული სეზონის გამო, პირველ რიგში ტურისტების მანქანებს ატარებს, შემდეგ კი სატვირთოებს. ამის გამო, „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ მისადგომებთან ქართულ მხარეს ათობით სატვირთო ავტომობილი დაგროვდა.

უწყების პრესსამსახურის თანამშრომლის თქმით, რუსული მხარე დღეში საშუალოდ 180-დან 220 მანქანამდე ატარებს, იმისათვის, რომ საბაჟომ ნორმალურად იმუშაოს და რიგები არ გაჩნდეს, საჭიროა 400 ავტომობილის გატარება.

ვითარება საქართველო-რუსეთის საზღვარზე: „ყაზბეგი" შეუფერხებლად მუშაობს >>

„ყაზბეგი–ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტია. ის ძალზე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რომელსაც რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს.