თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 73 წლის ქალს უშედეგოდ ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ჟენია პაიკიძე-ხელაძე სახლიდან 3 აგვისტოს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
მათი ინფორმაციით, დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.
ჟენია პაიკიძე-ხელაძის ოჯახის წევრებმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციაშიც განაცხადეს და მასმედიასაც მიმართეს.
ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში, დარეკონ ტელეფონის ნომერზე — 599 70 39 96.