„რა? სად? როდის?“ - თბილისში ტურნირი-მოთელვა გაიმართება

თბილისის მეორე საერთაშორისო ღია თასზე 11 ქვეყნიდან 50-ზე მეტი გუნდი აპირებს ჩამოსვლას
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ თბილისის მეორე საერთაშორისო ღია თასის ტურნირი-მოთელვა სახელწოდებით Такой лазурный небосвод უცხოელი მონაწილეებისთვის 14 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ტურნირის ორგანიზატორები.

ტურნირი 36 შეკითხვას მოიცავს და საქართველოს და თბილისის თემატიკას მიეძღვნება. შეჯიბრების ტოპ-რედაქტორი ლევან ჩხეიძე იქნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეები ტურნირზე არ დაიშვებიან.

საქართველოში პირველად გაიმართება "არქეოლოგიური რა? სად? როდის?"

ტურნირზე გათვალისწინებულია 30 ადგილი, ამიტომ მსურველებს ურჩევენ დაუჩქარონ რეგისტრაციის გავლა.

აღნიშნულია, რომ ტურნირზე დაიშვება პირველი 30 დარეგისტრირებული გუნდი, მათ შორის ექსპრომტ-ნაკრებები, რომლებიც ერთი საღამოსთვის შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია თბილისის მეორე საერთაშორისო ღია თასზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 15-16 სექტემბერს გაიმართება, უკვე დასრულებულია. ტურნირზე დარეგისტრირდა 58 გუნდი საქართველოდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ისრაელიდან და ყაზახეთიდან.

შემოდგომის ფოთოლცვენა: თბილისის ფესტივალი მთელი მსოფლიოს მუსიკოსებს შეკრებს >>

ფესტივალის პროგრამაშია ტრადიციულად თამაში „რა? სად? როდის?“ (50 გუნდი), „ჩემი თამაში“ (64 მონაწილე) და „რა? სად? როდის?“ ქართულ თემატიკაზე. „ბრეინ-რინგი“ (32 გუნდი) ჩატარდება ნიკო ფიროსმანის მუზეუმში მირზაანში. გარდა ამისა, თბილისის მეორე ღია თასის პროგრამაშია კულტურულ-გასართობი ღონისძიებები, მათ შორის მონაწილეობა რთველში.

აღნიშნული ღონისძიების დაარსების იდეა გაჩნდა კლუბში „რა? სად? როდის?“ 2015 წელს, მე-13 მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ. Tbilisi Open Cup 2018 თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.