მესტიისკენ მიმავალ გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა

გვირაბის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 6 370 000 ლარი შეადგინა
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე კმ-ზე რეაბილიტირებული გვირაბი გახსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

დღეიდან, მესტიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის გადაადგილება განახლებული გვირაბის გავლით განხორციელდება. გვირაბის სიგრძე 537 მეტრი, ხოლო დიამეტრი 18,5 მეტრი.

შემზარავი ავარია მესტია–ზუგდიდის გზაზე: არიან დაღუპულები

გვირაბის რეაბილიტაციის პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 6 370 000 ლარი შეადგინა. 

გვირაბი გახსნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ. 

გვირაბში  შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილებისთვის, პროექტის შესაბამისად, განხორციელდა გვირაბის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, გვირაბის მუდმივი სამაგრის მოწყობა და დაზიანებული ადგილების აღდგენა; სადრენაჟე სისტემებისა და ჰიდროიზოლაციის მოწყობა. ასევე, განხორციელდა გვირაბის პორტალების, გვირაბის სავალი ნაწილის, ტროტუარების რეაბილიტაცია და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. სამუშაოები სამშენებლო კომპანია AWARD-მა შასრულა.

უწყების ინფორმაციით, არსებული გვირაბი დაზიანებული იყო და ვერ აკმაყოფილებდა სატრანსპორტო მოთხოვნებს.