ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა კვლავ განმეორდა

კუნძული პანიკამ მოიცვა
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ინდონეზიის მჭიდროდასახლებულ კუნძულ ლომბოკზე კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, იუწყება РИА Новости აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით (USGS).

ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

არსებული ინფორმაციით,  კუნძულ ლომბოკზე თბილისის დროით 18:56 საათზე 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა კუნძულოვანი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში ქაოსი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ ერთი ადამიანი შეიწირა. დაზიანდა რამდენიმე ათეული შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

რამდენიმე საათის წინ, იმავე რეგიონში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ხუთ აგვისტოს ინდონეზიის კუნძულ ლომბოკიდან ჩრდილოეთით 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა და შემდგომი 5,4 და 4,3 მაგნიტუდის აფტერშოკები მოხდა. ამ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 436 ადამიანი ემსხვერპლა.