ეროვნული გამოცდების შედეგები ორი ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა

სააპელაციო განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები 2 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა, ნათქვამია ვებგვერდ edu.aris.ge-ზე განთავსებულ განცხადებაში.

სააპელაციო განაცხადების შედეგებს აბიტურიენტები მომავალ კვირას გაიგებენ. განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა.

ცნობილია ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე აღნიშნავს, ყველაზე მეტი საჩივარი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებსა და ლიტერატურაშია. 

გეოგრაფიის საგანში აპელაცია 1%-ია, ანუ 100-ზე ოდნავ მეტი განაცხადია. ყველაზე ნაკლები განაცხადი ხელოვნებასა და ფრანგულშია. ფრანგულში შედეგები სულ სამმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის – 4,5 ათასზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის – 12,3 ათასზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის – 21 ათასამდე აპლიკანტი.