თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ქართველი, ყაზახი და რუსი დიზაინერები და მოდების სახლების წარმომადგენლები ბათუმში შეიკრიბებიან Adjara Fashion Week-ზე, რომელიც 25-27 აგვისტოს გაიმართება.
აღნიშნულ ფეშენ-მოვლენაში მონაწილეობას მიიღებენ: დიზაინერები ტომა ლამანუკაევა, Mr.Uson Berdibay, ია გონიაძე, Anano, თეონა თავდგირიძე, თაკო ჭანუყვაძე, Tatana, Leman-ი, თამარ დავითნიძე, Salli De Mode, Lanano, Studio GM (Masxulia G), Manana Collection და მოდების სახლი „მარიონელა“.
გარდა ამისა, Adjara Fashion Week-ზე საკუთარ ნამუშევრებს ასევე წარმოადგენენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
აჭარის მოდის კვირა 25-27 აგვისტოს, 19:00-დან 23:00 საათამდე გაიმართება პიაცაზე — ღია ცის ქვეშ, Palm Apartments-სა და სასტუმრო Castello De Mare-ში.
ჩვენების დეტალური პროგრამა გამოქვეყნებულია ღონისძიების ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.
ბათუმში მოდების კვირეული პირველად 2015 წელს ჩატარდა.
პროექტ Adjara Fashion Week-ის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურული ტურიზმის განვითარებას აჭარაში, გააცნოს საზოგადოებას ახალგაზრდა დიზაინერები და დააკავშიროს ერთმანეთთან მოდისა და ბიზნესის წარმომადგენლები.