ოზურგეთში გარდაცვლილი მოზარდი იპოვეს

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ოზურგეთში 16 წლის გოგონა საკუთარ  სახლში გარდაცვლილი იპოვეს, განუცხადეს  „Sputnik- საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრეს-სამსახურში.

გადაცვლილი გოგონა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ცხოვრობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე  არ ხმაურდება.