გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

ნადირობის დროს იკრძალება როგორც მცენარეული საფარის დაწვა, ასევე გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს გაიხსნება, ნათქვამია ნათქვამია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცივის სამინისტროს განცხადებაში

ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მონადირეებს ასევე უნდა ჰქონდეთ შსს-ს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.

როდის აიკრძალება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა

„2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართულია 2018 წლის 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე", — ნათქვამია განცახდებაში.

ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან,

ნადირობა ასევე აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.