თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ფეხმძიმე ქალი დაშავდა ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა თბილისის მოედანთან, ბარათაშვილის ქუჩის ბოლოს მოხდა, სადაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
„სავარაუდოდ საჭესთან დაშავებული იჯდა. ფეხმძიმე ქალბატონი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავიყვანეთ, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა“, – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.