ხულოში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ხულოში, მთა თეთრობთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით ხულოს რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი ორი მათგანი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს.

ცენტრალურ მაგისტრალზე ათამდე ავტომობილი დაიმტვრა

ექიმების განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.