ავარია ბათუმში - დაშავებულებს შორის ბავშვები არიან

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა და ამოტრიალდა
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ავარია კახეთის გზატკეცილზე: არიან დაშავებულები

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა და ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

დაშავებულებს შორის 2 ბავშვია და ერთი მამაკაცი. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა, ბავშვები კი ბათუმის დედათა და ბავშვთა დაცვის ცენტრში მიიყვანეს. ექიმების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.