ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა ისევ აიკრძალა

Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ52 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

აკრძალვა დაწესდა ინტენსიური წვიმის შედეგად გზაზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო.

აბაშაში სტიქიის გამო 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა.

საქართველოში ძლიერი წვიმები ხუთშაბათს დაიწყო. ზოგიერთ რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა. უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზები დაიტბორა და მოქალაქეები გარკვეული შეზღუდვებით გადაადგილდებოდნენ.