საქართველომ გააუმჯობესა პოზიციები ლოგისტიკის ეფექტურობის მსოფლიო რეიტინგში

საქართველომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში შარშანდელი 130-ე ადგილიდან 119-ე ადგილზე გადაინაცვლა
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველო, ლოგისტიკის ეფექტურობის რეიტინგში, მსოფლიოს ქვეყნების მეორე ასეულში შედის, ნათქვამია მსოფლიო ბანკის 2018 წლის კვლევაში.

საქართველოსთვის მინიჭებულმა ერთობლივმა ქულამ 2,44 შეადგინა (ავღანეთს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი — 1,95 და გერმანიას უმაღლესი ქულა 4,2 მიენიჭა). შედეგად, საქართველომ შესაძლო 160-დან 119-ე ადგილი დაიკავა. 2016 წლის შარშან ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, საქართველომ საკუთარი პოზიციები11 ადგილით გაიუმჯობესა.

ექსპრეს–ტრანზიტი საქართველოს გავლით: აზერბაიჯანიდან თურქეთამდე გზა ორჯერ შემცირდება >>

მსოფლიო ბანკის ინდექსი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვების მდგომარეობას და ეფექტურობას იკვლევს. მაჩვენებლის შეფასება ყოველ ორ წელიწადში ტარდება.

ლოგისტიკური სისტემის განვითარების შეფასება ექვსი ინდიკატორის მიხედვით ტარდება.

მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, ლოგისტიკის სისტემის განვითარების თვალსაზრისით ტოპ-ათეულში შევიდა შვედეთი, ბელგია, ავსტრია, იაპონია, ნიდერლანდები, სინგაპური, დანია, დიდი ბრიტანეთი და ფინეთი. რეიტინგის ბოლო პოზიციებს ბურუნდი, ანგოლა და ავღანეთი იკავებენ.

თბილისში ტრანსპორტის განვითარების ისტორია