უძველესი ხმლები თბილისში გათხრების დროს აღმოაჩინეს

გუდიაშვილის მოედანი უძველესი არტეფაქტების ნამდვილი საგანძური ყოფილა
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, გუდიაშვილის მოედანზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ორი უძველესი ხმალი, ნათქვამია თბილისის განვითარების ფონდის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის ერთ–ერთი სახლის სარდაფში სხვადასხვა ზომის უძველესი ქვევრები აღმოაჩინეს >>

ხმლებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში კვლევა ჩაუტარდება. თბილისის ისტორიულ ნაწილში აღდგენითი სამუშაოები სააგენტოს არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.

Два древних меча, которые нашли во время раскопок на площади Гудиашвили в Тбилиси

გუდიაშვილის მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი არტეფაქტები მანამდეც აღმოაჩინეს. ივნისის ბოლოს ახოსპირელის ქუჩაზე იპოვეს სხვადასხვა ზომის ძველი ქვევრები, რომლებშიც სხვადასხვა დოქები იყო. სავარაუდოდ, ეს აღმოჩენები XVII-XVIII საუკუნეებს ეკუთვნის.

სამუშაოები დედაქალაქის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს, მის განხორციელებაზე 50 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.

პროექტის მიზანს ტურისტული მარშრუტის განვითარება და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება წარმოადგენს.

თბილისის ხელისუფლების გეგმების თანახმად, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.