აჭარაში დამსვენებლები უწყლოდ დარჩნენ

ჩაქვში, მახინჯაურსა და თამარისა და გოროდოკის დასახლებებში წყლის მიწოდება მდინარეებში წყლის დონის შემცირების შემდეგ აღდგება
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. დამსვენებლები ჩაქვში და ბათუმის ზოგიერთ უბანში წყალმომარაგების გარეშე დარჩნენ, ნათქვამია ბათუმის მერიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წყალი, ტალახი და ჩახერგილი გზები — აჭარაში უამინდობამ პრობლემები შექმნა >>

ჩაქვსა და ჩაისუბანში მდებარე სათავე ნაგებობებიდან წყლის მიწოდება მდინარეებში წყლის დონის მომატების გამო შეჩერდა. აჭარის სანაპირო ზოლში გამთენიისას ძლიერი წვიმა მოვიდა. შედეგად, ბათუმსა და ქობულეთში დატბორილია ქუჩები,სახლებისა და მაღაზიების პირველი სართულები.

ამჟამად წყალი არ მიეწოდება დაბა ჩაქვს, მახინჯიურს, ბათუმში თამარისა და გოროდოკის დასახლებებს.

მდინარეებში წყლის დონის შემცირების შემდეგ წყალმომარაგება აღდგება. თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო ინფორმაციით, აჭარის რეგიონში წყლის დონემ უკვე საგრძნობლად დაიკლო.

წვიმიანი ამინდი აჭარაში ორშაბათამდე შენარჩუნდება.