თამარ ჩერქეზიშვილი: მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა

თამარ ჩერქეზიშვილი საუბრობს იმ დახმარებაზე, რაც მას Facebook-მეგობრებმა გაუწიეს, რომლებმაც შეჭირვებულ ოჯახს ძროხის შესაძენი თანხა შეუგროვეს.
Sputnik

„ყველაფერს ვერ გავუმკლავდით, ამიტომ გადავწყვიტე, რომ  დახმარებისთვის სოციალური ქსელის მეგობრებისთვის მიმემართა“, — განუცხადა თამარ ჩერქეზიშვილმა „Sputnik-საქართველოს“.

თამარ ჩერქეზიშვილი ხუთი შვილის დედაა, რომელიც მეუღლესა და ბავშვებთან ერთად ხარაგაულში ცხოვრობს. მის ოჯახს საარსებო საშუალება არ გააჩნია და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.