ქართველი და აზერბაიჯანელი საქართველოს საზღვარზე დაჯარიმდნენ

საზღვარზე მებაჟე ოფიცრებმა ორივე მოქალაქის ბარგში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს არადეკლარირებული სიგარეტი აღმოუჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა ჯამში 3 ათასი ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ოფიცრებმა ორივე მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგი ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს.

„საქართველოში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაბანდული საქონელი შემოიტანეს">>

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, მათ ჩამოერთვათ საქონელი და თითოეული დაჯარიმდა 1 ათასი ლარით.