მოწამეთას მონასტრის რეაბილიტაციაზე და კეთილმოწყობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

სამუშაოებს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გაახორციელებს.
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მოწამეთას მონასტრის გალავნის გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად და ძეგლის მიმდებარედ ტურისტული ზონების კეთილმოსაწყობად  მსოფლიო ბანკი 1,4 მილიონ ლარს გამოყოფს, განუცხადეს  „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.  

უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსის რესტავრაცია დაიწყო

მოწამეთას მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ძეგლია და ის  ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოწამეთას მახლობლად მდებარეობს. 

პროექტი ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემისა და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას.

პროექტის მიზანი  ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 12 თვეში დასრულდება.

სამუშაოებს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.