თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ცენტრალურ მაგისტრალზე ათამდე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა დღეს, სოფელ შავშვებთან მოხდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია; ავტომობილები წვიმისა და ნისლის გამო გზაზე ნელა მოძრაობდნენ.
შეჯახების მიზეზი მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი შეეჯახა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია"), რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.