ბათუმში ხელოვნების ფესტივალი ARGANI გაიმართება

შემოქმედებითი ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას სთავაზობენ
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბათუმის ცენტრალურ პარკში 10-12 აგვისტოს ხელოვნების ფესტივალი-ბაზრობა „არგანი" (Batumi ArtFest ARGANI) გაიმართება, რომელიც მხატვრებს, მუსიკოსებსა და სხვა შემოქმედებით ადამიანებს გააერთიანებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალის პროგრამაში დაგეგმილია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის სტუმრები შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ საავტორო ორიგინალური სამკაულები, სუვენირები, ხელოვნების ნიმუშები, ავეჯი და სხვა.

ბახმარო ფესტივალ Sunset Fest-ს უმასპინძლებს

ფესტივალი მონაწილეებს ასევე სთავაზობს ცეკვისა და ხატვის მასტერ-კლასებს. მსურველები შეძლებენ მონაწილეობას იოგისა და საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილებში სუფთა ჰაერზე, ქართული და უცხოური ფილმების ნახვას ღია ცის ქვეშ და სხვა.

ფესტივალი „არგანი" გამოფენაზე იწვევს სტუმრებს მხატვრებისა და ფოტოგრაფების გამოფენაზე, მუსიკალურ კონცერტებზე, ასევე, ორგანიზატორები მათ სთავაზობენ ქალაქის არტ-ობიექტისა და გრაფიტის შექმნას.

პარკის ტერიტორიაზე იმუშავებს საბავშვო ზონა სპორტული და კულტურული ღონისძიებებით, ასევე კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება და მასში მონაწილეობა თავისუფალია.