აზერბაიჯანში საქართველოდან შესულ ავტომობილებს დეზინფიცირებას ჩაუტარებენ

ასეთი ზომები ცხოველებს შორის ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით მიიღეს
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. აზერბაიჯანული მხარე დეზინფექციას ჩაუტარებს საქართველოდან შესულ ავტოტრანსპორტს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის სურსათის უვნებლობის სააგენტოზე დაყრდნობით.

ვეტერინარების დეფიციტი – ვინ უმკურნალებს სოფლებში ცხოველებს

უწყების ინფორმაციით, ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) სამცხე-ჯავახეთში მსხვილ რქოსან პირუტყვში ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები აღმოაჩინა.

აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტომ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სამცხე-ჯავახეთიდან მომავალი ავტომობილების დეზინფექციისთვის საჭირო ზომების გატარების მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს მიმართა.

ასევე სააგენტო აცხადებს, რომ საქართველოდან მსხვილფეხა პირუტყვის შემოყვანისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნები.