ირანის მოქალაქეს საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისთვის 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

ირანელი ქართველმა პოლიციელებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ირანის მოქალაქეს საქართველოში 168 გრამი ჰეროინის შემოტანისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ირანის მოქალაქე ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს

ირანელი საქართველოში ამა წლის თებერვალში ჩამოვიდა. ქართველმა სამართალდამცველებმა ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პოლიციამ გამოარკვია, რომ მან ნარკოტიკები ირანში შეიძინა, დამალა სხეულში და ისე შემოიტანა საქართველოში.

სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო მუხლებით „ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით" და „საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით". დანაშაული ისჯება 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.