თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. „2018 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში“ საქართველო 163 ქვეყანას შორის 102-ე ადგილზეა, იუწყება ტელეკომპანია Imedi Forbes-ის ქართულ გამოცემაზე დაყრდნობით.
ბოლო რეიტინგში საქართველოს 2.13 სარეიტინგო ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით გაუარესებული მაჩვენებელია.
რეგიონში საქართველო მოლდოვას, ყაზახეთისა და ბელარუსის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც 2008 წელს რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა და რომელიც ბოლო 10 წელში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
პოზიციების გაუმჯობესებას ქვეყანაში ბიზნესის გარემოსა და პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობას უკავშირებენ.
Booking-მა საქართველო მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავ ღვინის მიმართულებებს შორის დაასახელა >>
რეიტინგის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნებია ისლანდია, ახალი ზელანდია და ავსტრია.