ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა ქართველი ნახევარმცველი წარადგინა

გასულ სეზონში 23 წლის აბურჯანიამ „სევილიას" ახალგაზრდულ გუნდში 21 მატჩი ჩაატარა
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა „ლუგომ" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ოფიციალურად წარადგინა, ნათქვამია გუნდის ვებ-გერდზე.

აბურჯანია ესპანურ  „ლუგოში" ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა და მომდევნო სეზონს ამ კლუბში გაატარებს.

 „მე აქ მენდობიან და ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ, როცა  „ლუგოში" გადასვლის შეთავაზება მივიღე. ბოლო დროს ეს კლუბი საკმაოდ პროგრესულია. რაც შეეხება ადგილს მინდორზე, მზად ვარ ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო, რომელსაც მწვრთნელი შემომთავაზებს", — განაცახდა აბურჯანიამ.

ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში 18 ნომრით ითამაშებს.

გასულ სეზონში 23 წლის აბურჯანიამ  „სევილიას" ახალგაზრდულ გუნდში 21 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემით დაფიქსირდა.

რაც შეეხება  „ლუგოს", 2017/2018 წლის სეზონში გუნდმა 55 ქულა მოიპოვა და ესპანეთის მეორე დივიზიონში მე-12 ადგილი დაიკავა.