ვითარება საქართველო-რუსეთის საზღვარზე: „ყაზბეგი" შეუფერხებლად მუშაობს

საქართველო-რუსეთის საზღვარზე „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილების მრავალკილომეტრიანი საცობია
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" შეფერხებების გარეშე მუშაობს, იუწყება Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალი გაიხსნა

მანამდე სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე არმენ პამბუქჩიანმა ზემო ლარსის გავლით სომხეთში მოხვედრის მსურველები საქართველოსა და რუსეთის საზღვრის ტერიტორიაზე ავტომობილების დიდი რიგის შესახებ გააფრთხილა. მისი ინფორმაციით, რუსული მხრიდან რიგის სიგრძე 9-10 კილომეტრია, საიდანაც ხუთი კილომეტრი სატვირთოების რიგია, ქართულ მხარეზე კი დაახლოებით 200 სატვირთოა გაჩერებული.

„ქართული მხრიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიდის, ხოლო რუსული მხარე კი ავტომობილების დიდი ნაკადს ვერ ატარებს, რის გამოც საცობები შეიქმნა", — განაცხადეს შსს-ში.

ადრე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ავტომობილების დიდი ნაკადის შემთხვევაში, პრიორიტეტი პირველ რიგში ტურისტები იქნებიან და მხოლოდ მათ შემდეგ მოხდება სატვირთოებისა და ტრაილერების გატარება.

„ყაზბეგი–ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტია.