ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებზე დაეხმარება დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქართული ოცნება“ აუცილებლად დაუჭერს მხარს რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს და ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ყველანი შეიტანენ განაცხადს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

„იყო  მოსაზრება, რომ საერთოდ არც ერთი კანდიდატისთვის არ დაგვეჭირა სამომავლოდაც მხარი. თუმცა, ვინაიდან ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფი არსებობს, ჩვენ ვერ დაუშვებთ 0,1 პროცენტ ეჭვსა და რისკსაც კი, რომ შეიძლება აქედან რომელიმე მათგანმა რამე უპირატესობა მოიპოვოს სხვასთან შედარებით“, — აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დაასახელებს, თუმცა მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ უპარტიო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

პარლამენტის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა  დღეს წამოაყენა.

„ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: 11 პარტიის კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „მშენებლობის მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, პარტია „გირჩის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, მოძრაობის „ქართული მარში“ ერთ–ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.