თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ქალთა ნაკრებმა მშვილდოსნობაში მოიგო ევროპული გრან-პრის გუნდური შეჯიბრება, რომელიც დასრულდა სოფიაში (ბულგარეთი).
საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და ციცო ფუტკარაძე.
ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენებმა იაპონელი კონკურენტები ანგარიშით 5: 3 დაამარცხეს.
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, ვერცერთმა ქართველმა მშვილდოსანმა ვერ შეძლო 1/16 ფინალური ეტაპის დაძლევა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში სოფიაში გრან-პრის გამარჯვებული გახდა თურქეთის გუნდი, რომლის ანგარიშზეა შვიდი მედალი — 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს.