ლალი ხვედელიანი საუბრობს შემოქმედებით საღამოზე, რომელიც სტამბულში ქართველების ინიციატივით ჩატარდა.
ლალი ხვედელიანი: სტამბულში ქართველებმა შემოქმედებითი საღამო მომიწყეს
„ამ საღამოს მოწყობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო სტამბულში მცხოვრებ არაჩვეულებრივ ქალბატონებს — ნესტან სოფაძესა და მელანი თურქმენს“, — განუცხადა ლალი ხვედელიანმა „Sputnik-საქართველოს“.
ლალი ხვედელიანი — ჟურნალისტი, პიანისტი, დიზაინერი, გერმანული ენის სპეციალისტი, 90-იანი წლების ტელევიზიის პოპულარული დიქტორი. არის მწერალთა კავშირის წევრი და ლექსებს სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და გერმანულად წერს. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ლალი ხვედელიანის უცნაური ზაფხული“. ამზადებს სამკაულებს და ხელნაკეთ ნივთებს. მისმა ნახელავმა WORLD WIJEN-ის დიზაინერთა კონკურსში გაიმარჯვა.