ბათუმში ტექნიკის მაღაზია დაიწვა

მაღაზიის მფლობელების ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik.  ბათუმში ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, „ტექნობუმის" ფილიალი დაიწვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ხანძარი ზუგდიდში: დამწვარია სამი ტონა თხილი

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მაღაზია, სადაც ხანძარი გაჩნდა, ბათუმში, ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ძლიერი ხანძრის შედეგად დამწვარია მაღაზიის დიდი ნაწილი, დაახლოებით, 250 კვადრატული მეტრი ფართობი და განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

მაღაზიის მფლობელების ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი. 

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლს ებრძოდა 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ხანძრის სავარაუდო მიზეზად ელექტოსადენების გაუმართაობას ასახელებენ.