რეზინის ტყვიები და შუქბგერითი ყუმბარები: პოლიციამ მიტინგი დაშალა

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, შეხლაშემოხლაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ოთხი კი პოლიციამ დააკავა.
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. აშშ-ში, ორეგონის შტატის პოლიციას პორტლენდში რეზინის ტყვიებისა და შუქბგერითი ყუმბარების გამოყენება მოუხდა, რათა არ დაეშვა შეტაკება ულტრამემარჯვენე ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის, იუწყება ამერიკული პრესა.

Video shows a struggle for a flag and then a black-clad person hit this dude in the head before he drops. I was watching the blood pour out of his head and into the street. #DefendPDX#AllOutPDXpic.twitter.com/KPRk1D8l00

​გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერმა, უკიდურესად მემარჯვენე დაჯგუფება Patriot Prayer-ის შაბათს გამართულმა მიტინგმა მოწინააღმდეგე ძალების ყურადღება მიიქცია. Portland Tribune-ს ინფორმაციით, კონტრპროტესტანტთა შორის იყვნენ პროფკავშირების წარმომადგენლები, იმიგრანტთა უფლებების დამცველები და სხვ. 

​საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს პოლიციის მოთხოვნაზე, გაეთავისუფლებინათ ქუჩა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და შუქბგერითი ყუმბარები გამოიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ პოლიციელებს.  

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, შეხლაშემოხლაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ოთხი კი პოლიციამ დააკავა.