მაშველებმა გრიგოლეთში ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს

33 წლის ქალბატონი მაშველებმა ზღვიდან სკუტერით გამოიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა გრიგოლეთში სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ  გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 33 წლის ქალბატონი მაშველებმა ზღვიდან სკუტერით გამოიყვანეს.

მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ამ ეტაპზე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში 39 ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილებს რაც შეეხება, მაშველებმა 192 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ზღვაზე 145, მდინარეზე —11, ტბაზე კი — 36.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კურორტებზე დამსვენებლებს მოუწოდებს, დაიცვან წყალში უსაფრთხოების წესები და მაშველების რეკომენდაციები გაითვალისწინონ.