მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მაშველებმა მტკვარში 20 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

შემთხვევა დიღმის მასივში დღეს, ნაშუადღევს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ გახდა. თუმცა, იგი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.