მოგლეჯილი ხეები და სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები - სტიქია სამეგრელოში

ძლიერმა ქარმა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეაფერხა
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ფოთში ძლიერმა წვიმამ ცენტრალური ქუჩები დატბორა

უამინდობის გამო რამდენიმე საათი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობდა. აღნიშნულ მომენტში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ამიტომ წვიმის წყალმა ყველაფერი გააფუჭა. შიგნით რომ შეხვიდეთ, ნახავთ რა საშინელება ტრიალებს. ჩვენს მხარეს ისე ძლიერად არ იყო, მეორე მხარეს კი საერთოდ ყელაფერი გაფუჭებულია, მოგლეჯილია ხეები", — განაცხადა დაზარალებულმა გრეტა ფიფიამ ტელეკომპანიის ეთერში.

უამინდობის გამო მიყენებული ზარალი, ჯერჯერობით უცნობია — ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.