მოსკოვი უკმაყოფილოა საქართველოში მიმდინარე ნატოს სამხედრო სწავლებით

რუსეთის ხელისუფლება სამხედრო წვრთნების შემდეგ რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას ელოდება
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა არ ეთანხმება თბილისის პოზიციას, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები „ღირსეული პარტნიორი (Noble Partner) შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობას ემსახურება, იუწყება РИА Новости.

ნატოს გენერალური მდივანმა საქართველო რეფორმებისთვის შეაქო >>

მასშტაბური მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი-2018“ საქართველოში 1-15 აგვისტოს იმართება. სწავლებაში მონაწილეობს სამი ათასზე მეტი სამხედრო აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ამას გარდა, ჩართული ამერიკული ავიაცია და გერმანულ ჯავშანტექნიკა.

„ჩვენ ვერ დავეთანხმებით განცხადებებს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულს, რომ ეს სწავლება მიმართულია სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისკენ შავი ზღვის რეგიონში“, — განაცხადა ზახაროვამ.

სტაბილურობა და უსაფრთხოება — ეს არის „კონსტრუქტიული დიალოგი, და არა ვერტმფრენები და ტანკები“, ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

გერმანული ტექნიკა და პირადი შემადგენლობა უკვე საქართველოშია

„რეალური შედეგია (წვრთნების) — მილიტარისტული განწყობების ხელშეწყობა, დაძაბულობის გარდაუვალი ესკალაცია“, — დასასრულს აღნიშნა მან.

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების გახსნის ცერემონია „ვაზიანის“ სამხედრო აეროდრომზე დაიწყო. გახსნა საჩვენებელი გამოსვლით დაიწყო. საქართველოს, აშშ-ის და გერმანიის სამხედროები Black Hawk-ის ვერტმფრენებიდან ჩამოქვეითდნენ და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებით ბუნკერის აღების ოპერაცია აჩვენეს.