ავარიები შორაპანში: დაშავებულები არ არიან

სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევები წვიმის შედეგად ავტომობილების მოცურებამ გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანთან დღეს  ერთსადაიმავე გზის მონაკვეთზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა  მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შორაპანთან, გზის სავალ ნაწილზე MERCEDES-ის მარკის სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილში მოთავსებული ტრანზიტული ტვირთი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით გადაჰქონდათ, გზაზე დაიბნა.

ავარია ზესტაფონთან მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.

რამდენიმე წუთის წინ გზის, გზის ამავე მონაკვეთზე ტრაილერი და სამგზავრო მიკროავტობუსი დაეჯახა ერთმანეთს. მგზავრები არ დაშავებულან. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თვითმხილველების თქმით, ორივე შემთხვევის მიზეზი ნალექი და ავტომობილების მოცურება გახდა.