საქართველოში ძებნილი რუსი ჩინოვნიკი დააკავეს

რუსი მაღალჩინოსანი რუსეთში ინტერპოლის ხაზით იძებნებოდა
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოში დააკავეს ნიჟეგოროდსკის ოლქის ადგილობრივი მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი ვლადიმერ გლუშკოვი — სამშობლოში ის თაღლითობასა და ქრთამის აღებაშია ბრალდებული, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ნიჟგოროდის საგამოძიებო სამმართველოს

ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დამნაშავეები ვერ დაიმალებიან: მესაზღვრეებისთვის ინტერპოლის ბაზა ხელმისაწვდომია >>

„2018 წლის 2 აგვისტოს. საგამოძიებო კომიტეტის მიერ ინტერპოლში გადაცემული მასალების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ვლადიმერ გლუშკოვი, რომელიც ქალაქ ბალახნაში ავტოსადგურის რეკონსტრუქციის დროს თაღლითობაში და ქრთამის აღებაში არის ბრალდებული“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამ ეტაპზე რუსული მხარე გლუშკოვის ექსტრადიციის საკითხზე მუშაობს.