საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მზია თოდუა შეასრულებს

ნინო გვენეტაძე უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 20 მარტიდან ედგა სათავეში
Sputnik

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ნინო გვენეტაძის პირველი მოადგილე მზია თოდუა შეასრულებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, იგი თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა. ნინო გვენეტაძე უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 20 მარტიდან ედგა სათავეში.

შალვა თადუმაძე საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა>>>

გიორგი მიქაუტაძის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ან გადადგომისას შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს.

მზია თოდუა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომრის მოვალეობას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე შეასრულებს. თოდუა ასევე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეა.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მოქმედი მდივანი გიორგი მიქაუტაძე შეასრულებს.

უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის დანიშვნის წესს საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს. კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.