თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გვენეტაძე უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 20 მარტიდან ედგა სათავეში.
„ნინო გვენეტაძე მადლობას უხდის კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ ქართული მართლმსაჯულება ღირსეულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, ღირსეულად მოემსახურება კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის დამკვიდრებას", — აღნიშნულია განცხადებაში.
ნინო გვენეტაძე 1964 წლის 27 იანვარს დაიბადა. არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელი.
გვენეტაძე იყო „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, რომელიც ბოლო საპარალამენტო არჩევნებამდე მმართველ კოალიციაში „ქართული ოცნება“ შედიოდა. არჩევნების წინ კოალიცია დაიშალა.