თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო. მათ შორის, ერთ-ერთი საცხოვრებლიდან მაშველებმა ჩვილი ბავშვი გამოიყვანეს.
უწყების ცნობით, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 30 კვადრატული მეტრი ფართობი და საოჯახო ნივთები.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასაწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.