ქსნის N15 დაწესებულების პატიმარი საავადმყოფოში გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, მან თვითდაზიანება ციხეში, ბანაობისას მიიყენა.
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. პატიმარი, რომელიც ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ელექტრონული სამაჯური მოძალადე ქმრებისთვის და პენიტენციალური რეფორმის სხვა სიახლეები

არსებული ინფორმაციით, 40 წლის მსჯავრდებულმა ბანაობისას თვითდაზიანება მიიყენა. იგი მცხეთის სამედიცინო დაწესებულება "ჯეოჰოსპიტალში" გარდაიცვალა.

მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გაუწია, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაიკითხნენ მსჯავრდებულები, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახი ინფორმირებულია.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.